უკან

კონფიდენციალობა

ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც პლატფორმის გამართულად მუშაობისთვის არის საჭირო. ქვემოთ ახსნილია — რას ვაგროვებთ, რატომ და რა ხდება მასთან.

ბოლო განახლება: 05.06.2026

🔒
არ ვყიდით მონაცემებს
შენი ინფორმაცია არასდროს გადაეცემა მესამე მხარეს კომერციული მიზნებისთვის.
📧
სპამი არ იქნება
გამოგიგზავნით მხოლოდ ჯავშნებთან და ანგარიშთან დაკავშირებულ შეტყობინებებს.
🗑️
შეგიძლია წაშალო
ანგარიშის გაუქმებისას შენი ყველა პერსონალური მონაცემი შეიძლება წაიშალოს.
🧩
მინიმალური შეგროვება
ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც სერვისის გასაწევად მართლაც გვჭირდება.

📋 რა ინფორმაციას ვაგროვებთ

რეგისტრაციისას:

  • სახელი და გვარი;
  • ელ. ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი (ობიექტის მფლობელებისთვის).

ავტომატურად (საიტის ნორმალური მუშაობისთვის):

  • სესიის მონაცემები (რომ ანგარიშში შესული დარჩე);
  • IP მისამართი (უსაფრთხოებისთვის — მაგ. საეჭვო შესვლის შემთხვევაში).

🎯 რატომ გვჭირდება
  • ანგარიშის შესაქმნელად და შესასვლელად;
  • ჯავშნის გაგზავნისას ობიექტის მფლობელთან დასაკავშირებლად;
  • პაროლის აღდგენის ელ. ფოსტის გასაგზავნად;
  • საეჭვო შესვლის ან ანგარიშის დაცვის შემთხვევაში შეტყობინებისთვის.

👁️ ვინ ხედავს შენს ინფორმაციას

ჯავშნის გაგზავნისას ობიექტის მფლობელი ხედავს შენს სახელს და კონტაქტს — ეს აუცილებელია ჯავშნის დასადასტურებლად. სხვა შემთხვევაში შენი ინფორმაცია ხილული არ არის სხვა მომხმარებლებისთვის.

Weekinn-ის გუნდი ხედავს ანგარიშის ინფორმაციას მხოლოდ მხარდაჭერის ან ტექნიკური საჭიროების შემთხვევაში.


🍪 Cookies

ვიყენებთ მხოლოდ ტექნიკურად საჭირო ქუქი-ფაილებს — ანგარიშში შესვლის სესიის შესანახად. სარეკლამო ან თრექინგის ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ.


✏️ შენი არჩევანი
  • ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალო ანგარიშის ინფორმაცია პროფილის გვერდიდან;
  • თუ გინდა ანგარიშის სრულად წაშლა — მოგვწერე და ვიზრუნებთ;
  • თუ გაქვს კითხვა იმასთან დაკავშირებით, რა ინფორმაცია გაქვს ჩვენთან — ასევე მოგვწერე.

კითხვა გაქვს?

დაგვიკავშირდი: info@weekinn.ge